ახალი ამბები

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის თერაპიების აღდგენას მე-2 თვეა, უშედეგოდ ითხოვენ

6 ნოემბერი, 2023 • 1307
აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის თერაპიების აღდგენას მე-2 თვეა, უშედეგოდ ითხოვენ

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია დღეს, 6 ნოემბერს, თბილისში გამართეს.

მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ აღარ აწვდის.

„მესმის, რომ შეიძლება კლინიკის აღჭურვის პროცესი ვადებში გახანგრძლივდეს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა“, — აცხადებს ანა დანელია.

თერაპიული სესიები მას შემდეგ შეწყდა, რაც თბილისში, ილიას უნივერსიტეტის   C კორპუსში არსებული „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტი“ შენობის ავარიულობის საბაბით დაიხურა.

ერთ-ერთი აქტივისტისა და მშობლის, მარი კორკოტაძის თმით, საუბარი იყო ალტერნატიული ფართის მოწყობაზეც, თუმცა პროცესი მუდმივად იწელება დროში. კორკოტაძე პრემიერ-მინისტრის მრჩევერლს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს.

„ნიკო თათულაშვილისგან — უშუალოდ მას ვერ ვეკონტაქტებით იმიტომ, რომ თავისი საკონტაქტო ინფორმაცია არ გაგვიზიარა, მისი თანამშრომელი გვეკონტაქტება — სულ არის ცრუ დაპირებები: მომავალ კვრას იქნება შეხვედრა, 10 დღის შემდეგ იქნება შეხვედრა, 5 დღის შემდეგ იქნება შევხედრა … ამ დაპირებებში გავიდა თითქმის ორი თვე. ბავშვები ამ მნიშვნელოვანი თერაპიების გარეშე დარჩნენ“, — განაცხადა მარი კორკოტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი“ 2023 წლის სექტემბერში დაიხურა. ინსტიტუტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში იყო განთავსებული, დახურვის მიზეზად ილიას უნივერსიტეტმა შენობის ავარიული მდგომარეობა დაასახელა.

25 სექტემბერს აუტიზმის მქონე ბავშების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებით მიმართეს და პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფა სთხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი