ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია ვაზისუბანში ჩინური სოფლის მშენებლობას აპროტესტებს

14 თებერვალი, 2013 • • 1139
ჯონდი ბაღათურია ვაზისუბანში ჩინური სოფლის მშენებლობას აპროტესტებს

“ნეტგაზეთთან” საუბარში ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ჩინური ქალაქის მშენებლობა, სადაც 127 000 ჩინეთის მოქალაქე უნდა ჩამოასახლონ  მიმდინარეობს საოცრად სწრაფი ტემპით და გრანდიოზული მასშტაბით: “თბილისის და მცხეთა–მთიანეთის ტერიტორიაზე, ვისაც გული შეგტკივათ და გაინტერესებთ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხილოთ ეს მშენებლობა შემდეგ მისამართზე: ვაზისუბნის დასახლება.III მიკრო რაიონი, II კვარტალი #119 სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და # 50 ავტობუსების ბოლო გაჩერება.”

“ქართული დასის” ლიდერი ფესიბუკის გვერდზე, შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს. 

 

ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ქალაქი გაშენდება: “127 ათასი ჩინეთის მოქალაქე იქნება აქ ჩამოსახლებული. ორმაგი მოქალაქეობით. ქალაქს დაგეგმარებაში მოჰყვება მიმდებარედ ჩინური სოფლების მშენებლობა. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა ჩინური ავტონომია იქნება საქართელოში. ექნებათ ავტონომიური უფლებები. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეკონომიურ ზონას.”

 

მისი თქმით, მშენებლობას გრანდიოზული მასშტაბი აქვს: “ეს პროექტი შეზღუდავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. ეს 127 ათასი ახლად შემოსახლებული მოქალაქე შრომის ბაზარზე  დაიკავებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ადგილს.”

 

ბაღათურიას ინფორმაციით, ამ პროექტის  განსახორციელებლად, ფარულად მოლაპარაკება აწარმოა  გიგი უგულავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ და მცხეთა–მთაიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი