ახალი ამბები

“12 განრისხებული მამაკაცი” პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში [ფოტო]

16 მაისი, 2017 • 3863
“12 განრისხებული მამაკაცი” პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში [ფოტო]

რუსთაველის თეატრში დღეს მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი – „12 განრისხებული მამაკაცი” გაიმართა. სპექტაკლში N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორესთან ერთად.

გიორგი კვირიკაშვილი და ილია II © პრემიერის პრესსამსახური

გიორგი კვირიკაშვილი და ილია II © პრემიერის პრესსამსახური

„შეიძლება, ილაპარაკო თამამი სიტყვებით, ბევრი რამ თქვა, მაგრამ ძალიან მძიმე და დიდი ემოციებით დატვირთული სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა, რომ საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება, სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ. მინდა, პირველ ყოვლისა, ყველა მათგანს, ვინც დღეს სპექტაკლში მონაწილეობდა, ვუსურვო ოჯახებში მალე დაბრუნება და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სპექტაკლის რეჟისურა, ადაპტირებული სცენარი და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორი კი, გურამ ბრეგაძეა.

სპექტაკლზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მაყურებელთა რიგებში იყვნენ სპექტაკლის მონაწილე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და 120-მდე მსჯავრდებული.

სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

Screen Shot 2017-05-16 at 9.19.46 PM

12 განრისხებული მამაკაცი პატიმრების მონაწილეობით © პრემიერის პრესსამსახური

12 განრისხებული მამაკაცი პატიმრების მონაწილეობით © პრემიერის პრესსამსახური

12 განრისხებული მამაკაცი პატიმრების მონაწილეობით © პრემიერის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი