ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას კიმ ჩენ-ინის მკვლელობის დაგეგმვაში დებს ბრალს

5 მაისი, 2017 • 2723
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას კიმ ჩენ-ინის მკვლელობის დაგეგმვაში დებს ბრალს

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ-ინის მკვლელობას გეგმავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში შეიჭრა ტერორისტული ჯგუფი, რომლებიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს დახმარებით გეგმავენ, ბიოქიმიური ნივთიერება გამოიყენონ ჩენ-ინის წინააღმდეგ.

BBC-ის ინფორმაციით, განცხადებაში ნათქვანია, რომ ისინი უმოწყალოდ დასჯიან ტერორისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი