ახალი ამბები

სროლა თბილისში – ჯავახიშვილის ქუჩაზე კაცი ჩაცხრილეს

3 მაისი, 2017 • 3987
სროლა თბილისში – ჯავახიშვილის ქუჩაზე კაცი ჩაცხრილეს

დღეს, 3 მაისს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს, “ფეისბუკის” მომხმარებლებმა გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყეს.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები,”- განაცხადეს შსს-ში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი