ახალი ამბები

საქართველო შეიარაღებული ძალების 26 -ე წლისთავს აღნიშნავს

30 აპრილი, 2017 • 2571
საქართველო შეიარაღებული ძალების 26 -ე წლისთავს აღნიშნავს

ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის  26 -ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება საქართველოში.

გორში საზეიმო ღონისძიებას პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიება გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

“ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში; თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული, – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე.

პრემიერმა სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებსაც და მათ შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.  

შეიარაღებული ძალების 26 -ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება იმარტება ვაზიანის სამხედრო ბაზაზეც, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრება.

თავდაცვის სამინისტრო ფეისბუკის მომხმარებლებს სთავაზობს ამ დღის აღსანიშნავად პროფაილის ფოტოს ამგვარად შეცვლას:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი