დააბრუნეს თუ არა მარნეულში გატაცებული გოგონა – რას ამბობს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მარნეულში გატაცებული გოგონა ჯერ არ უპოვიათ, თუმცა, კავშირ საფარის ინფორმაციით, გოგონა პოლიციაში მიიყვანა გამტაცებელმა.

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის თანამშრომელი ესაუბრა გატაცებული გოგონას დას, რომელის თქმითაც, გოგონა პოლიციაში მიიყვანეს. იგი ამბობს, რომ მზადაა, დარჩეს გამტაცებელთან ერთად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან 17 წლის გოგონა გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა, გამტაცებლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცების მიზეზს გამოძიება დაადგეს. მომხდარზე საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com