ანონსი – 24 აპრილი

წარმოგიდგენთ 24 აპრილს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


 

11:00 საათზე ადვოკატთა ასოციაცია 24 აპრილს 11:00 საათზე ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გააცნობს მნიშვნლოვანი პროფესიული წარმატების შესახებ – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ადვოკატთა ასოციაციის წინადადება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა. მისამართი: ზუბალაშვილების 36


 

11:00 აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია ეწვია. ჩინეთის დელეგაცია საქართველოს სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისამართი: უზნაძის 52


 

11:45 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგიგახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილ ყავის ახალ  საწარმოს ესტუმრებიან და მის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან (მის. თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე  ტერიტორია, მუხათგვერდის ქუჩა).


 

12:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასაქმების მასშტაბური პროგრამა უკვე მეორედ გამოაცხადა და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 365 სპეციალისტი დაასაქმა. მისამართი:„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ოფისი კონგრეს ჰოლი, აღმაშენებლის ქ. #61


 

14:00  საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები,  დარგის ექსპერტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: ასათიანის ქ. #9, თბილისი.


 

16:00 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი საჯარო დისკუსია გაიმართება. მომხსენებლები იქნებიან არჩილ ყარაულაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და დვაით ნისტრომი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი. მისამართი: შ.დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი პრესასთან საკონტაქტო პირი: 555101040 მარიამ ჯაფარიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი