ახალი ამბებიტექნოლოგიები

ელექტრომობილი – ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

23 აპრილი, 2017 • 20555
ელექტრომობილი – ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

ჟენევის ავტომობილების რიგით 87-ე საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2017 წლის 9 მარტს გაიხსნა, მანქანების მწარმოებელმა კომპანიებმა თავიანთი ახალი მოდელები წარმოადგინეს. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს უკვე სთავაზობენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს – ელექტრომობილებს.  ნახეთ რამდენიმე მოდელი, რომლებიც ამ გამოფენაზე წარმოადგინეს.

რენო ზოე. ევროპული პრესფოტო სააგენტო - EPA/MARTIAL TREZZINI

Renault ZOE E-Sport  – რენო ზოე 

ელექტრომობილის კონცეფცია წარმოადგინა ფრანგულმა კომპანია „რენომ“. მისი გაუმჯობესებული „ზოე“ ახალი დიზაინით, გაზრდილი ბატარეითა და უფრო მსუბუქი წონით იწონებს თავს. „რენო“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომობილების წარმოება მასობრივად დაიწყო. თუმცა „ზოე“ ჯერ მხოლოდ კონცეფციაა.

 

ოაზისი. ევროპული პრესფოტო სააგენტო - EPA/ CYRIL ZINGARO

Rinspeed Oasis – რეინსპიდის ოაზისი 

შვეიცარიული კომპანიის ავტოინჟინრებმა შექმნეს მანქანის ახალი კონცეფცია, რომელიც ავტოპილოტით იმართება, მისი ძრავა ელექტროენერგიით იმუხტება, ხოლო ინტერიერი მწვანე მცენარეებითაა გაფორმებული. მანქანის სამართავი პანელი სენსორული ზედაპირითაა დაფარული. „სახლი ბორბლებზე“ – ასე აღწერს მას გავლენიანი გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“. მანქანის ყიდვა ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის.

ეჟო პარტნერი ევროპული პრესფოტო სააგენტო - EPA/ CYRIL ZINGARO

Peugeot Partner Tepee Electric car – პეჟო პარტნერი

პარტნერის მოდელი კომპანიამ პირველად 2005 წელს შექმნა, წელს კი მომხმარებელს უკვე ავტომობილის გაუმჯობესებულ ვერსიას სთავაზობს, რომლის ძრავიც საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიას მოიხმარს. ეს ე.წ. „საოჯახო მანქანაა“. პრეზენტაციის შემდეგ პროფესიონალები მოდელს დადებითად აფასებენ.

______________________________

რუბრიკის მხარდამჭერია „ეკოგაზი“, თხევადი გაზის მომწოდებელი კომპანია. 

რა უპირატესობა აქვს თხევად გაზს ავტომობილის საწვავად გამოყენების დროს

მასალების გადაბეჭდვის წესი