ახალი ამბები

მალე ელექტრომობილები ათწუთიანი დატენვის შემდეგ 321 კმ-ის გავლას შეძლებენ – კვლევა

1 ნოემბერი, 2019 • 1577
მალე ელექტრომობილები ათწუთიანი დატენვის შემდეგ 321 კმ-ის გავლას შეძლებენ – კვლევა

უახლესი ტექნოლოგიის წყალობთ შესაძლოა ელექტრომანქანებმა სულ რაღაც ათწუთიანი დატენვის შემდეგ 321 კილომეტრის მანძილი დაფარონ. ამის შესახებ ახალ კვლევაშია საუბარი, რომელსაც “გარდიანი” აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ლითიუმის ბატარეებმა უდიდესი გავლენა იქონია ტექნოლოგიებზე, რადგან შესაძლებელი არის დიდი ოდენობის ენერგიის მცირე ზომის მოწყობილობაში განთავსება და მრავალჯერადი დატენვა.

მიუხედავად ამისა, ეს ტექნოლოგია მანქანის მფლობელებისთვის მომხიბვლელი არ იყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად მძღოლები იმას ასახელებდნენ, რომ საჭირო სიმძლავრის მისაღებად ბატარეის დატენვას დიდი ხანი დასჭირდებოდა.

თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემაზე მუშაობენ და სულ მალე შესაძლებელი იქნება გზებზე ისეთი დამტენების განთავსება, რომელიც ელექტრომობილს რამდნიმე წუთში დატენის. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ შედეგის მიღწევას ბატარეებში დატენვისას 60 გრადუსი ტემპერატურის შენარჩუნებით გეგმავენ.

ამისთვის მეცნიერების ჯგუფმა შექმნა ბატარეა, რომელიც ნიკელის თხელ ფენას შეიცავს. შედეგად, ელემენტი 10 წუთში 80%-ზე დატენეს ისე, რომ მოწყობილობა არ დაზიანებულა.

როგორც გარდიანი წერს, ამ დროისთვის არსებულ მოდელებში სწრაფი დატენვის კუთხით რეკორდი ტესლას ელექტრომობილს აქვს, რომელიც 80%-იან დამუხტვას 40- წუთიანი დატენვის შედეგად აღწევს.

მეცნიერები ამბობენ, რომ დასახულ მიზანს დაახლოებით 3- წლიანი ტესტირების შემდეგ მიაღწევენ, რის შემდეგაც ტექნოლოგიის კომერციულ ავტომობილებში გამოყენება იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი