51731

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, სოხუმის დრამატულ თეატრში, ბოლოს კი – მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

იგი მონაწილეობდა ბევრ ცნობილ ფილმში: “სიყვარული ყველას უნდა”, “თეთრი ბაირაღები”, “ლონდრე”, “ნატვრის ხე” და სხვები.

გივი ბერიკაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია (”ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი