ანონსი – 7 აპრილი

წარმოგიდგენთ 7 აპრილს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:00 დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. ამ მიმართულების სტრატეგია საქართველოში პირველად შეიქმნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე ნინო ბერძული  და გაეროს
მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჯი დაესწრებიან. მის:სასტუმრო თბილისი მერიოტი- რუსთაველის N 13 საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი- 558 24 07 70


10:30 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩატარდება საერთაშორისო ონლაინ მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში. ის  ორგანიზებულია CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, ჟენევა, შვეიცარია) მიერ და საქართველოში  პირველად ტარდება.   ლექციები ჩატარდება მეცნიერების მიერ, რომლებიც მუშაობენ ცერნში მიმდინარე სხვადასხვა ექსპერიმენტებში.  ადგილი: ტექნიკური უნივერსიტეტი. მისამართი: კოსტავას 77 (ადმინისტრაციული შენობა მე-2 სართული)


11:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია. მის: თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.


11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,”რესპუბლიკელების” წარმომადგენლები, დედაქალაქში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავენ. მის: თავისუფლების #2

11:00 თელავის საკრებულოს დარბაზში ტრენინგი „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გაიმართება.  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ატარებს.

11:45 საქართველოს პარლამენტის წევრის, სერგი კაპანაძის შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, ანა კარინ ენეშტრომთან. თბილისი, პარლამენტის შენობა. ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

12:00 საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პარლამენტი. პლენარულ სხდომათა დარბაზი.

14:00 “ხალხის პარტიის” ოფისში პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “მეორე არხის” დახურვასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს. მის: ჯავახიშვილის 73
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი