სასამართლო შიიტებისა და სუნიტებისთვის კომპენსაციის მოდელის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი, რომელიც ითხოვს, არაკონსიტუციურად იქნას ცნობილი საქართელოს მთავრობის დადგენილების ის ნაწილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის თანხის მისაღებად შიიტებსა და სუნიტებს საერთო სსიპ-ის შექმნას ავალდებულებს.

საკონსიტუციო სარჩელის თანახმად, მუსლიმთა ამ ორ განშტოებას შორის აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში წარმოიშვა, ამიტომ არაკონსტიტუციურია მათი იძულება, საკუთარი რელიგიური შეხედულებების საწინააღმდეგოდ წარმომადგენლობითი საბჭოს ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

მოსარჩელე არის სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელეს სასამართლოში საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე წარმოადგენს.

როგორც გიორგი გოცირიძემ განგვიმარტა, საკონსიტტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მხოლოდ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მიიღო (კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

“სარჩელში ვდავობდით იმის თაობაზე, რომ, მაგალითად, სომხური სამოციქულო ეკლესია და რომაულ-კათოლიკური ეკლესიაც არის ქრისტიანული სქიზმები და მათ არ სთხოვენ გაერთიანების ან ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას და ასეთი მოთხოვნა წარედგინებათ მხოლოდ შიიტებს და სუნიტებს. ამ ნაწილში განსხვავებული მოპყრობა დაინახა საკონსიტუციო სასამართლომ და მიიღო სარჩელი,”- გვეუნებნება გიორგი გოცირიძე.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი იმ ნაწილში, სადაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიღებისთვის გაერთიანების იძულებას, რაც წინააღმდეგობაშია  რწმენის თავისუფლებასთან.

“ვდავობდით იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან იმის დავალდებულება, რომ შეიქმნას ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეს არის გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა. ერთ მხარეს არიან შიიტები, მეორე მხარეს არიან სუნიტები, ანუ სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ორგანიზაციებს სახელმწიფო აიძულებს, რომ დაფინანსების მისაღებად გაერთიანდნენ ერთ ორგანიზაციაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. ეს არგუმენტი სასამართლიმ არ გაიზიარა და ეს ნაწილი არ მიიღო წარმოებაში. არც ის გაიზიარა, რომ ასეთი გაერთანება წინააღმდეგომაში მოდის რწმენის თავისუფლებასთან,”- გვეუბნება გიორგი გოცირიძე.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი