6

დანაშაულის სტატისტიკა 2016: გაიზარდა ოჯახში ძალადობა და ნარკოტიკული დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 35 997 დანაშაული დარეგისტრირდა, აქედან გაიხსნა 20 661, რაც მთლიანი ჯამის 57,4%-ია. 2015 წელთან შედარებით 901 დანაშაულით მეტი რეგისტრირდა.

ტერიტორიული დანაწილების მიხედვით, დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისზე მოდის – 40.5%, შემდეგ აჭარა – 10.8%, შემდეგ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.5%, ასევე დანაშაულის 8.9% მოდის მცხეთა-მთიანეთზე.

2

დანაშაულის სტატისტიკა. წყარო: შსს

1

დანაშაულის სტატისტიკა. წყარო: შსს

სსკ-ის მიხედვით რეგისტრირებული დანაშაულიდან ყველაზე მეტი დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (222-239 მუხლები) დარეგისტრირდა (37%), შემდეგ მოდის დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (108-116 მუხლები) (14%).

2015 წელთან შედარებით შემცირდა ყაჩაღობის, ძარცვისა და ხულიგნობის ფაქტები, თუმცა გაიზარდა ქურდობის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შეძენა/შენახვის შემთხვევები.

3

დანაშაულის სტატისტიკა. წყარო: შსს

4

5

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი