ფოტო: ბათუმელები

საჯარო რეესტრი ბათუმში ნავიგაციის პროექტს ახორციელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტს ახორციელებს.

საჯარო რეესტრის გავრცელებული განცხადების თანახმად, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

საველე სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიული მონაცემები საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად დამუშავდება და მსოფლიო ლიდერი სანავიგაციო კომპანიები (Google, Tomtom) ამ მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

“საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთანქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურსანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია,” – აღნიშნულია განცხადებაში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.