გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით 7 აპრილს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

“პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას შეეხება; მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.