ახალი ამბები

პრემიერი: ყოფითი შემთხვევა დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა ესკალაციისთვის გამოიყენეს

12 მარტი, 2017 • 1699
პრემიერი: ყოფითი შემთხვევა დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა ესკალაციისთვის გამოიყენეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში შექმნილ არეულობას ეხმიანება. მისი თქმით, ყოფითი შემთხვევა დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენეს. თუმცა მას არ დაუკონკრეტები, რომელ ოლიტიკურ ძალას გულისხმობს:

“ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩეი დავალებით ჩავიდა ბათუმში, ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმნისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებულ იქნა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები, არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევას, შეგნებულად უკეტებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვროს მშვიდ გარემოში. მინდა საგანდებოდ მივმართო ყველას, ვინც მზადაა ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრესს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტუტებს”,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობილია, რომ ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საზოგადოებროვ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში 11 მარტს საღამოს საათებში მომხდარი მოვლენების შედეგად ბათუმის ორ კლინიკაში 21 პაციენტი, გადაიყვანეს, რომელთანაგნ, 10 პოლიციელია.

მისივე თქმით, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჭეიშვილს სახის ძვლის ტრავმა აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მან გაითვალისწინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა და ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი