ახალი ამბები

დიუსელდორფის რკინიგზის სადგურში ნაჯახით თავდასხმისას 7 ადამიანი დაშავდა

10 მარტი, 2017 • 1456
დიუსელდორფის რკინიგზის სადგურში ნაჯახით თავდასხმისას 7 ადამიანი დაშავდა

ხუთშაბთს, 9 მარტის საღამოს დიუსელდორფის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში პოლიციამ ერთი პირი დააკავა, მას შემდეგ რაც ნაჯახის გამოყენებით  მან 7 ადამიანს დაზიანებები მიაყენა.

პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებული 36 წლისაა და მას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პოლიციის თქმითვე, 3 დაზარალებული მძიმედაა დაშავებული, დანარჩენებს კი მცირე დაზიანებები აღენიშნებათ, თავად ეჭვმიტანილიც დაშავებულია.

თავდაპირველად პოლიციის პრესსპიკეერმა განაცხადა, რომ ორი ადამიანია დაკავებული, თუმცა პოლიციამ შემდეგ მხოლოდ ერთი პირის დაკავება დაადასტურა.

პოლიციის თქმითვე, თავდასხმაში ტერორისტული მოტივი არ იკვეთება.

მასალების გადაბეჭდვის წესი