ახალი ამბები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნება

30 ნოემბერი, 2012 • • 962
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნება

 

კონფერენციის მიზანია  საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  მიმართ  არსებული პოლიტიკისა  და  განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამება, შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სოციალური  პოლიტიკის  ძირითადი ასპექტების  პრეზენტაცია და პრიორიტეტული მიმართულებების აქცენტირება.
 

ონფერენციას დაესწრებიან:საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აშშ–ის სრულუფლევიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნოლანდი, ასევე, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
 
 
კონფერენცია იმართბა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ახორციელებს.
 
 
 
USAID-ის პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების“ მიზანია: გააძლიეროს შშმ პირთა ორანიზაციები თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში, რათა შშმ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს მიეცეთ თავიანთი თემის განვითარების პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა. ასევე, გაზარდოს შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობა სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში შშმ პირთა ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და განვითარების პროგრმებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი