ახალი ამბები

იან კელი: მედიაპლურალიზმის მტკიცე დამცველი ვარ

6 მარტი, 2017 • 2135
იან კელი: მედიაპლურალიზმის მტკიცე დამცველი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ დღეს, 6 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმის კონტექსტში პლურალისტური მედიაგარემოს მნიშვნელობაზე ისაუბა. ელჩის განცხადებით, მედიას დიდი როლი აქვს დემოკრატიის შენარჩუნების პროცესში.

„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი მედიაპლურალიზმის მტკიცე დამცველი ვარ და მხარს ვუჭერ მედიის არსებობას, როგორც მექანიზმისა, რომელიც ხალხის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას აკონტროლებს. 2009-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან სახელმწიფოსა და მედიას შორის უერთიერთობა არ არის მარტივი, განსაკუთრებით პრესმდივანსა და მედიის ურთიერთობა მხოლოდ დაპირისპირებულ ურთიერთობად შეიძლება დავახასიათოდ. მაგრამ მე ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემდი ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველ დღე მოდიოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებზე და ოფლში მწურავდნენ, მაიძულებდნენ ვყოფილიყავი რაც შეიძლება გულწრფელი და გახსნილი.

ამ პერიოდში ნამდვილად დავაფასე, თუ რა დიდი როლი აქვს მედიას მთავრობის მუდმივ კონტროლსა და დემოკრატიის შენარჩუნებაში, რაც გულისხმობს ხალხის ნების აღსრულებას და ძლიერი დემოკრატიის ცოცხალი პროცესის შექმნას. ვფიქრობ, რომ მთავრობისთვის თავისუფლების დაცვაზე მაღალი ღირებულება არ არსებობს, და არ არის ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნდამენტურ თავისუფლებებს უფრო უკეთ აცოცხლებს და ინარჩუნებს ვიდრე დამოუკიდებელი მედია. ” – ელჩი კელი მედია ადვოკატირების კოალიციის შეხვედრაზე. 

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი