მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია გაქურდეს

თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის  ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.  ამ დროისთვის უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა მოიპარეს ეკლესიიდან.

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია დაახლოებით 4 წლის განმავლობაში შენდებოდა. მისი საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 მშენებლობა დაიწყო. 2015 წლის 26 აპრილს კი მისი აგება და გუმბათის მშენებლობა დასრულდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.