საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” გაქურდეს.

გუშინ, 5 ოქტომბრის დილით, სავარჯიშოდ მისულ ფეხბურთელებს ამერის სტადიონის გასახდელიდან წაღებული დახვდათ ბუცები, სავარჯიშო ფორმები და სხვა ინვენტარი.

კლუბში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ წაღებულია შედარებით ძვირადღირებული ნივთებიც – პულსომეტრები და სხვა ტექნიკა, რომლებსაც სხვადასხვა მონაცემის შესაგროვებლად და ანალიზისთვის იყენებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.