ხაშურში ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.
ხაშურის სპორტის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 21 მაისს, მაშინ მოხდა, როცა ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.