ახალი ამბები

სუბარი: ამნისტია არ არის ყველაზე სამართლიანი გზა

19 ნოემბერი, 2012 • • 924
სუბარი: ამნისტია  არ არის ყველაზე სამართლიანი გზა

“სანამ პარლამენტი კანონს არ მიიღებს, პატიმართა რაოდენობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ამნისტია თავისი ბუნებით არ არის ყველაზე სამართლიანი გზა. ამნისტია თანაბრად ეხება გუშინ დაჭერილსაც და მასაც, ვინც 5 წელია იხდის სასჯელს, თუმცა ეს არის გზა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი შეცდომების გამოსწორების. ჩვენ გვაქვს ახალი, უფრო ეფექტური გეგმები სასჯელის გაუქმების და  პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების.  ორივე ეს გზა  ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს და ეფექტური საშუალებაა ციხებიის განსატვირთად”– განაცხადა სუბარმა. 

 

მთავრობის სხდომაზე 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. 

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დღეს, 19 ნოემბერს განიხილება, პირველი განხილვა 16 ნოემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა დეპუტატების ქუთაისში არყოფნის გამო განხილვა 19 ნოემბრამდე გადაიდო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი