ახალი ამბები

უგულავა: ხიზანიშვილის დაპატიმრება უკავშირდება ვანო მერაბიშვილს და პირადად მე

18 ნოემბერი, 2012 • 970
უგულავა: ხიზანიშვილის დაპატიმრება უკავშირდება ვანო მერაბიშვილს და პირადად მე

გიგი უგულავას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ვერც სასამართლომ და ვერც მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას, “ყველამ ცალსახად დაინახა, რა უსუსური იყო ბრალდება, თვითონ საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული, ის ცდილობს ნამუსი მოიწმინდოს და საკუთარ კოლეგებს დაუმტკიცოს, რომ ის მათ არ უსმენდა. მე მის კოლეგებს მოვუწოდებ, დაგუგლონ “რასისკი კრედიტი”, და ნახავენ, რომ ეს მისი მართვის მეთოდია, ერთმანეთის მოსმენა და ჩაშვება. საქმის არსებითი განხილვა 2-3 თვეში დაიწყება და ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს, ამის წინააღმდეგი არავინ არაა. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ხიზანიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების, ყველამ კარგად იცის, მათ შორის ჟურნლისტებმაც, რომ არანაირ ოპერატიულ საქმიანობას ის სამინისტროში არ აწარმოებდა. ეს დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, უკავშირდება ვანო მერაბიშილს, მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო 7 წლის განმავლობაში, მიკავშირდება ასევე მე, რადგან ბოლო ერთი თვის მანძილზე შოთა ხიზანიშვილი ჩემი მოადგილეა, ასე წარმატებით გააგრძელონ მუშაობა”

 

ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება.  

 

ხიზანიშვილის და ლელუაშვილის საქმის არსებით განხილვა 8 იანვარსაა ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი