ახალი ამბები

ხიზანიშვილს პატიმრობა შეუფარდეს

18 ნოემბერი, 2012 • 944
ხიზანიშვილს პატიმრობა შეუფარდეს

დაცვის მხარე ითხოვდა აღმკევთი ღონისძების სახით გირაოს შეფარდებას 20 ათას ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ხიზანიშვილს თავდებში ჩაუდგა თბილისის მერი გიგი უგულავა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. 

 

პროცესის მოსამართლე იყო ლევან ჯორბენაძე. 

 

შოთა ხიზანიშვილს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით  და 158-ე მუხლით, მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას. თბილსის ვიცე მერი და ყოფილი შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, 15 ნოემბერს დააკავეს.

 

დღესვე სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილს. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევაში ბრალდებული ლელუაშვილის დაცვის შუამდგომალობა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი