ახალი ამბები

აღმოფხვრის თუ არა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას საქართველოს ახალი მთავრობა

17 ნოემბერი, 2012 • 1071
აღმოფხვრის თუ არა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას საქართველოს ახალი მთავრობა

“დიახ, ჩვენ აღვნიშნეთ, შეერთებული შტატები ვცდილობთ უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან და ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ გვაქვს უთანხმოებები და ყოველთვის გვაქვს განსხვავება საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან შეერთებული შტატები საქართველოს უჭერს მხარს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობის კუთხით, რაც მიგვაჩნია, რომ რუსეთმა დაარღვია და რუსეთის ყოფნა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არღვევს 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი უმრავლესობა უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას.

 

რაც შეეხება საქართველოს ახალი მთავრობის შესახებ კითხვას – ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა, რაც საქართველოს მთავრობას. ჩვენ იგივე წითელი ხაზები გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უარყოფს აღიარებას. გვსურს, რომ რუსეთის ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და საქართველოს აქვს უფლება, შეუერთდეს ნებისმიერ უსაფრთხოების ალიანსს, რომელზეც მას სურვილი გაუჩნდება და საქართველოს შეუძლია ამავე დროს ნორმალიზება მოახდინოს ურთიერთობისა. ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, თვითონ აირჩიოს უსაფრთხოების ორგანიზაციები და ასევე დაამყაროს რუსეთთან კარგი ურთიერთობები. ზუსტად ასევე ჩვენ ვცდილობთ ნორმალიზება მოვახდინოთ რუსეთთან.

 

შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენ მსგავსი ხედვები გამოვავლინეთ, რაც ეხება რუსეთთან ურთიერთობებს.”

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო და იგი უკვე შეხვდა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პარლამენტის სპიკერებს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის საკითხებში, უშიშროების საბჭოს, ასევე იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.

 

დღეს კი ფილიპ გორდონ საქართველოს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი