ახალი ამბები

კუდ-ის 18 წლის მაღალჩინოსანი უკანონო მოსმენებისთვის დააკავეს

15 ნოემბერი, 2012 • 1715
კუდ-ის 18 წლის მაღალჩინოსანი უკანონო მოსმენებისთვის დააკავეს

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მას უკანონო მოსმენებში ედება ბრალი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ დროისთვის მთლიანობაში დაკავებულია შსს-ს 9 თანამშრომელი, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ:

 

“როგორც ჩანს, ეს იყო ჯგუფი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებდა იმისთვის, რომ ხელყოფილიყო ადამიანების პირადი ცხოვრება. შსს ახორციელებდა მოსმენებს და ინფორმაციის გატანას”.

 

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ დაკავებული სამი პირის ვინაობა. ესენი არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი.

 

პროკურატურის ცნობით, ისინი დღის მანძილზე გაავრცელებენ ინფორმაციას დღეს, გამთენიისას დაკავებული შსს-ის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი