ახალი ამბები

“წითელი ზონა” და “რეალური სივრცე” აღმასრულებელი საბჭოს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ

17 თებერვალი, 2017 • 3160
“წითელი ზონა” და “რეალური სივრცე” აღმასრულებელი საბჭოს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის  მენეჯმენტმა 17 თებერვალს გამოაქვეყნა იმ გადაცემების ჩამონათვალი, რომლებიც, აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული ფორმულით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ამ პროგრამების ჩამონათვალში მოხვდა გადაცემები  “რეალური სივრცე” და “წითელი ზონა”.

როგორც მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია  ნათქვამი, სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღმასრულებელმა საბჭომ, ანუ არხის მენეჯმენტმა შეიმუსავა შეფასების სისტემა, რომელიც გადაცემებს  სამ ჯგუფად ყოფს:

1.    გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
2.    გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
3.    გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი  რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია).

საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების ეთერში დატოვებას, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას.

“ეს პრინციპი იმუშვავებს მუდმივად და საფუძვლად დაედება ჯანსაღ კონკურენციას გადაცემებს შორის,”- ვკითხულობთ განცხადებაში. სქემაზე მაუწყებლის განცხადებით,  სპეციალისტებმა – სტატისტიკოსმა ვანო კეჭაყმაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარკეტინგის დეპარტამენტის კვლევისა და ანალიტიკის სამსახურმა იმუშავეს.

1

აღმასრულებელი საბჭოს ამ სქემის გამოქვეყნებამდე, 16 თებერვალს,    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ  აღმასრულებელ საბჭოს წარუდგინა  შემდეგი ოთხი კრიტერიუმი და დაავალა, “კრიტერიუმების ფარგლებში შეიმუშაოს ცალკეული გადაცემების შეფასების სისტემა”.

1. ხარისხი
2. წვდომა და წილი
3. ზეგავლენა
4. ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი