ახალი ამბები

რუმინეთის მთავრობამ უკან დაიხია, თუმცა აქციები არ წყდება და მთავრობის გადადგომას ითხოვენ

6 თებერვალი, 2017 • 3739
რუმინეთის მთავრობამ უკან დაიხია, თუმცა აქციები არ წყდება და მთავრობის გადადგომას ითხოვენ

რუმინეთის მთავრობამ მრავალათასიანი მიტინგების შემდეგ განაცხადა, რომ მოძებნიან ლეგალურ გზას იმისათვის, რომ კორუფციული დანაშაულობების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს უკან გამოიწვევს, თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

მედიის ცნობით, რუმინეთში 500 ათასი ადამიანი გამოვიდა მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე. გუშინ, 5 თებერვალს, ღამით, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ბუქარესტში, მთავრობის სახლის წინ იყვნენ შეკრებილი, მობილურის ფანრები აანთეს იმის ნიშნად, რომ არ სჯერათ მთავრობის დაპირების კანონპროექტის უკან გამოტანის შესახებ.

“ხვალ გვექნება სპეციალური შეხვედრა, რომელზეც უკან გამოვიხმობთ კანონპროექტს. ეს არის ის, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა. ჩვენ გამოვნახავთ ლეგალურ გზას, რათა ის კანონად არ იქცეს”, – რუმინეთის პრემიერმინისტრის, სორინ გრინდეანუს განცხადებას The Guardian ავრცელებს.

რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც მთელი რუმინეთის მასშტაბით ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში,  მთავრობამ უკან დაიხია, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, შეეხება კონკრეტული კორუფციული დანაშაულის შემსუბუქებას და ძალაუფლების გადამეტება თავისუფლების აღკვეთით იმ შემთხვევაში დაისჯება, თუ მან 44 ათასი ევროს ოდენობით დააზარალა ბიუჯეტი.

ფრანს პრესის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილება გააკრიტიკეს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, იუსტიციის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მთავრობის გადაწყვეტილებამ კრიტიკა დაიმსახურა რუმინეთის ფარგლებს გარეთაც, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და მისმა მოადგილემ ფრანს ტიმერმანსმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს და არა პირიქით.”

The New York Times-ის ცნობით, მთავრობა აცხადებს, რომ გადადგება. Euronews-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, რომ ამის შემდეგ ისინი აღარ ენდობიან რუმინეთის მთავრობას.

აქცია რუმინეთში მთავრობის წინააღმდეგ, 05.02.2017 credit: EPA/DAN BALANESCU

აქცია რუმინეთში მთავრობის წინააღმდეგ, 05.02.2017 credit: EPA/ROBERT GHEMENT

მასალების გადაბეჭდვის წესი