ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: “ბიძინა არ არის ქუჩის ორატორი”

27 მაისი, 2012 • 1511
სალომე ზურაბიშვილი: “ბიძინა არ არის ქუჩის ორატორი”

პოლიტიკური პარტია”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურბიშვილმა “ქართული ოცნების” აქცია და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შეაფასა.

“შორიდან ვუყურე დღევანდელ გამოსვლას… ძალიან ბევრი ხალხი იყო თუმცა ვერ ვიტყვი მეტი თუ ნაკლები წინა დიდ მანიფესტიებთან თუ შევადარებთ… მე მაინც მგონია ის საპროტესტო ტალღა თან ერთია და არავის ეკუთვნის და თან სულ იზრდება… რაოდენობის შეფასება კადრებიდან შეუძლებეია და არც არის ეგ მთავარი! “– წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციაზე დინჯი, ამაღლებული და შეგნებული ხალხი გამოვიდა:” ბიძინა არ არის ქუჩის ორატორი არ გამოსდის გაუმარჯოს ყვირილი და ამითი გადავედით სხვა ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური განვითარებისა … ამავე დროს იმას მიაღწია, რომ სხვა არავის დაუთმო მიკროფონი. “

“ძალიან კი ელოდებონენ ზოგზოგნი, თორემ დაიწყებოდა ის არ მიყვარს და ეს რატომ არ გამოვიდა…თან დროზე დაიწყო და დროზე დაამთავრა. ეს გალხდათ პირველი თანამედროვე სტილის და ჭეშმარიტად ქართული საარჩევნო შეხვედრა… მრავალს დავესწრებოდეთ და ბოლოს გამარჯვებას ვიზეიმებდეთ!” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი