ახალი ამბები

არჩილ ხაბაძე ვარშალომიძეს შეცვლის

28 ოქტომბერი, 2012 • 1821
არჩილ ხაბაძე ვარშალომიძეს შეცვლის

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 სხდომის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სტუმრის სტატუსით ესწრება სხდომას, „ბათუმელებთან” განაცხადა, რომ ამ პოსტზე აღარ განიხილება არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა, რომელსაც  დღემდე ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრებდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და არჩევანი ორ კანდიდატს შორის გაკეთდებოდა. 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ავთანდილ ბერიძის, მის მოადგილედ კი „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის კანდიდატურა წარადგენენ.

 

ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში ოთხი ფრაქცია შეიქმნება. სამ ფრაქციას უმრავლესობა, „ქართული ოცნება” ქმნის, მეოთხე ფრაქციას კი– „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრით არის წარმოდგენილი.

 

 „ნაციონალების” ფრაქციას ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე უხელმძღვანელებს. რობერტ ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარს პოსტზე წარდგენილი პირის კენჭისყრაში დღეს „ნაციონალები” მონაწილეობას არ მიიღებენ.  

 

გამარჯვებული პარტია უმაღლეს საბჭოში შემდეგ ფრაქციებს ქმნის:

 

ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები”, რომელსაც ალასანიას პარტიის წევრი სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს. 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი მხატვარი კაკო ძნელაძე იქნება.  

 

ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას” ირაკლი ჯაში უხელმძღვანელებს. ამ ფრაქციაში იქნებიან გიორგი მასალკინი და დავით ბაციკაძე.

 

 

დღესვე გახდება ცნობილი კომისიების შემადგენლობის შესახებ. 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 კომისია იმუშავებს; აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია, რომლის თავმჯდომარეც ანზორ თხლაიშვლი იქნება „თავისუფალი დემოკრატებიდან”; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიას გიორგი მასალკინი უხელძღვანელებს; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე იქნება; საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას ალექსანდრე ჩიტიშვილი უხელმძღვანელებს; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას კი –ჯემალ ფუტკარაძე. 

 

 

 

სხდომას უხუცესი წევრი ირაკლი ჯაში უძღვება, რომელმაც პირველი შეცდომა უკვე დაუშვა. მან უმაღლესი საბჭოს მომავალი წევრები უფლებამოსილების ცნობამდე დეპუტატებად მოიხსენია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი