ახალი ამბები

არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არ განიხილება

28 ოქტომბერი, 2012 • 1141
არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არ განიხილება

სხდომის დაწყებამდე  ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გაირკვევა იმ პირის ვინაობა, ვინც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ლევან ვარშალომიძეს შეცვლის. სხდომას ესწრებიან კანდიდატები, რომლებიც ამ პოსტზე განიხილებიან – არჩილ ხაბაძე, ბანკ „ქართუს” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი და ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.

 

რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, რომელსაც დღემდე ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრებდნენ, ივანიშვილის თქმით, მასთან ყველაფერი გარკვეულია და არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა ამ პოსტზე აღარ განიხილება.  

 

დღეს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დამტკიცდება ავთანდილ ბერიძე, ასევე გახდება ცნობილი მისი მოადგილეებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების ხელმძღვანელების შესახებ.

 

უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევის პირველ სხდომას ესწრებიან: დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მართლამდიდებლური ეკლესიისა და სამუფთოს სასულიერო პირები.

 

ყველაზე გვიან პირველ სხდომის დარბაზში უმაღლესი საბჭოს ხუთი „ნაციონალი” წევრი გამოჩნდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი