ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა პარლამენტარის ასაკობრივი ცენზის აწევაზე იმსჯელა

27 იანვარი, 2017 • 2068
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა პარლამენტარის ასაკობრივი ცენზის აწევაზე იმსჯელა

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პარლამენტარის ასაკობრივი ცენზის გაზრდაზე ფიქრობს.

ეს განცხადება შალვა შავგულიძემ საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის შემდეგ გააკეთა. შავგულიძის თქმით,  რომელიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა არ ყოფილა და არც რაიმე შეთანხმება მიღწეულა.

კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

“მიგვაჩნია, რომ 21 წელი ნამდვილად არ არის რეალური ასაკი პარლამენტის წევრისთვის და გამოითქვა მოსაზრებები, რომ იყოს მინიმუმ 25 წელი. ალბათ, მისაღებია 25 წელი,”- განაცხადა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი