ახალი ამბები

უკრაინის გენპროკურორის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ

25 იანვარი, 2017 • 3391
უკრაინის გენპროკურორის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადასცენ. ამის შესახებ იური ლუცენკომ განცხადება “ფეისბუქ” გვერდზე გამოაქვეყნა.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, გუშინ, 24 იანვარს, ესაუბრა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალ ქართველ სამხედროებს და ქართული ოპოციზიური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს. ლუცენკოს თქმით, მათი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზის შედეგად, არსებობს საფუძველი, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან და არ გადაეცეს რუსულ მხარეს. ასევე, მომავალშიც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანების გადაცემაზე, რომლებიც უკრაინასა და საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.


48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი