ახალი ამბები

ხმაური სიღნაღის #5 საარჩევნო უბანზე[VIDEO]

14 ოქტომბერი, 2012 • 1122
ხმაური სიღნაღის #5 საარჩევნო უბანზე[VIDEO]

საარჩევნო უბნის გახსნამდე ერთ–ერთმა დამკვირვებელმა გაურკვეველი წარმოშობის ბეჭედდარტყმული სიები აღმოაჩინა, რასაც უბანზე ხმაური მოჰყვა.

 

საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით, სიები შემოსასვლელში იდო და არა უშუალოდ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, შესაძლოა ეს სია ძველი ყოფილიყო. ამის შემდეგ შეხლა–შემოხლა უბნის გარეთ გაგრძელდა.

 

სიღნაღის #5–ე საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება, ამომრჩევლები განმეორებით მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს ირჩევენ.

 

მაჟორიტარი კანდიდატები არიან:

 

ემზარ ბეჟაშვილი – “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო”

ლევან ბეჟაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ნინო ქუფარაშვილი – “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”

მალხაზ ხუციშვილი – “ახალი მემარჯვენეები”

ნოდარ გოზალიშვილი – “შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია”

გელა გელაშვილი – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”

 

უბანზე 893 ამომრჩეველია რეგისტრირებული, უბნის თავმჯდომარე იზოლდა ბუღათრიშვილია.

 

არჩევნების მიმდინარეობას ამ წუთებში 20–მდე დამკვირვებელი აკვირდება, მათ შორის არიან: “სამართლიანი არჩევნების”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, ახალი თაობა – ახალი ინიციატივის”, “თავისუფალი არჩევანის”,  “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი