ახალი ამბები

უგულავა განდგომილ დეპუტატებზე: მსმენია მათი სადღეგრძელოები ერთგულებასთან დაკავშირებით

12 ოქტომბერი, 2012 • 1025
უგულავა განდგომილ დეპუტატებზე: მსმენია მათი სადღეგრძელოები ერთგულებასთან დაკავშირებით

“პირიქით, მსმენია მათი სადღეგრძელოები ერთგულებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტის შემდეგ გამახსენდა ცნობილი რუსული ფილმი “გარაჟი” და მისი ორი პერსონაჟი: ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებს მაკაკებზე და ცდილობს ტუნდრაში მოაჯიშოს ისინი, იქ არის უმრავლესობის ჭიდილი, რომელი მოაჯიშებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ირრყევა და ბოლოს ასეთ ფრაზას ამბობს: Я человек большенства. ასევე, მე ამავე ფილმის მეორე პერსონაჟი გამახსენდა – მდივანი, რომელიც ასევე ფორმირდება უმრავლესობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ Во время предать это предвидить, ანუ დროული ღალატი არ არის ღალატი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

შეგახსნებეთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოს ხუთმა წევრმა – მიხეილ ქავთარაძემ, ირაკლი შიხიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, მერაბ რაფავამ და ზაურ დოლიძემ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს და ახლი ფრაქცია “თავისუფლება” შექმნეს,  რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი