ახალი ამბები

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ანა გოჩაშვილი დაინიშნა

23 დეკემბერი, 2016 • 7733
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ანა გოჩაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ანა გოჩაშვილი დაინიშნა. გოჩაშვილმადე ამ თანამდებობას ნინო ბერაძე იკავებდა.

ანა გოჩაშვილი 2012 წლის არჩევნებამდე კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბში მუშაობდა პრესასთან ურთიერთობის განყოფილებაში. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში დაინიშნა ანალოგიურ სამსახურში. 2016 წელს გოჩაშვილი “ქართული ოცნების” პარტიის პრესცენტრის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი