ახალი ამბები

ისნის #25 უბანზე დამკვირვებლების მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა

1 ოქტომბერი, 2012 • 891
ისნის #25 უბანზე დამკვირვებლების მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა

იმის მიუხედავად, რომ დამკვირვებლებმა რეგისტრატორების მაგიდების ისე განლაგება მოითხოვეს, რომ მათ მაგიდის უკანა მხრიდან შეეძლოთ განლაგება, რათა წინიდან ხელი არ შეუშალონ უბანში მისულ ამომრჩეველს, კომისიის თავმჯდომარემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

საარჩევნო უბანში კომისიამ მუშაობა დილის 7:00 საათზე დაიწყო. წილისყრის შედეგად, ნაკადის მომწესრიგებლად საოლქოდან წარდგენილი პირია, ყუთის ზედამხედველად – “მრეწველების” წარმომადგენელი, პირველი და მეორე რეგისტრატორებად – საოლქოდან წარგდენილი წევრები, მესამე რეგისტრატორად – “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი, მეოთხე რეგისტრატორად – “კონსერვატორების წარმომადგენელი” და მეხუთე რეგისტრატორად – საოლქოდან წარდგენილი წევრი. გადასატან ყუთს გაჰყვებიან “ლეიბორისტული პარტიისა” და ქდმ-ს წარმომადგენლები.

 

ისნის ოლქის #25 უბანზე არჩევნებს ამ დროისთვის აკვირდებიან დამკვირვებლები შემდეგი ორგანიზაციებიდან – ასოციაცია ქალი და არჩევანი, საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი, უფლებათა დაცვის ცენტრი, სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი არჩევნები. ასევე, პარტიებიდან – “ქართული ოცნება”, “ახალი მემარჯვენეები”, “ნაც. მოძრაობა”.

 

მედიასაშუალებებიდან ამ დროისთვის უბანზე მხოლოდ “ნეტგაზეთისა” და “რეალტივის” რეპორტიორები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი