ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პერევის ინციდენტზე ინფორმირებულია

30 სექტემბერი, 2012 • • 1026
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პერევის ინციდენტზე ინფორმირებულია

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან განუცხადეს, ისინი ინფორმირებულები არიან აღნიშნულ ინციდენტზე.

“ჩვენ მოგვაწოდა ქართულმა მხარემ ინფორმაცია გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სწავლობს გარემოებებს, თუ რა მოხდა”, – აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი