ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რამდენიმე დღის წინ აფხაზებთან ერთად რესტორანშიც ვიყავით” – ჯემალ გამახარია

5 დეკემბერი, 2023 • 6770
“რამდენიმე დღის წინ აფხაზებთან ერთად რესტორანშიც ვიყავით” – ჯემალ გამახარია

“დღე არ გადის, არ ჩამოდიოდნენ აფხაზები. რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ვიყავი, რომელსაც ცხრა აფხაზი ესწრებოდა. შემდეგ ვახტანგთან [ყოლბაია] ერთად, რესტორანშიც ვიყავით აფხაზებთან, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ”, – აცხადებს ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციის დროს.

გამახარია ამბობს, რომ ესენი იყვნენ “რიგითი აფხაზები”, რომელთაც აფხაზურ საზოგადოებაზე გავლენები აქვთ, და არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან “იქაურ ხელისუფლებას არ ვცნობთ და არც კონფლიქტის მხარედ ვაღიარებთ”.

“ცენტრალურმა ხელისუფლებამ იცოდა ამის შესახებ და შემდეგ იმათაც შეხვდნენ ეს აფხაზები და კმაყოფილები დარჩნენ. ხშირია ასეთი შეხვედრები, კვირაში 2-3-ჯერ მაინც”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი