ხვალ, 13 დეკემბერს, მთავრობა “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას, ასევე, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს წარუდგენს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 14:00 საათზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება, 15:00 საათზე -უმცირესობას, ხოლო 16:30 საათზე- უმრავლესობას.
უკვე 14 დეკემბერს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.