ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს სტამბოლში მომხდარი ტერაქტების გამო

11 დეკემბერი, 2016 • 1325
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს სტამბოლში მომხდარი ტერაქტების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 10 დეკემბერს ქ. სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.~

CNN-ის ცნობით, სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 166 დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

10 დეკემბერს,  თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” მოედანთან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

მასალების გადაბეჭდვის წესი