ახალი ამბები

ფილარმონიასთან გადაკეტილი გზა პოლიციამ გახსნა [Video]

21 სექტემბერი, 2012 • 1029
ფილარმონიასთან გადაკეტილი გზა პოლიციამ გახსნა [Video]

პატრულის თანამშრომლები დაახლოებით 8–10 ყვითელი ავტობუსით მოიყვანეს, ისინი ფილარმონიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რამაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა–შემოხლა მოჰყვა.

 

საბოლოოდ პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს და რუსთაველის და კოსტავას ქუჩები ხალხისგან გაათავისუფლეს, გზებზე მოძრაობა აღდგა.

 

აქციის მონაწილეები ფილარმონიის წინ არიან შეკრებილი და დაშლას არ აპირებენ. ადგილზე რჩებიან პოლიციელებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი