ახალი ამბები

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა 23 ნოემბრის დილამდეა აკრძალული

21 ნოემბერი, 2016 • 1945
ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა 23 ნოემბრის დილამდეა აკრძალული

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით გზაზე სამუშაოების გამო 23 ნოემბრის დილის 8 საათამდე 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს, ავტოტრანსპორტი ამ დროის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე – ქუთაისის გავლით ივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი