ახალი ამბები

ენმ პარლამენტის კომიტეტების თბილისში მუშაობის ბოიკოტს წყვეტს

18 ნოემბერი, 2016 • 1401
ენმ პარლამენტის კომიტეტების თბილისში მუშაობის ბოიკოტს წყვეტს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია პარლამენტის კომიტეტების თბილისში მუშაობის ბოიკოტირებას წყვეტს.

“არა მხოლოდ პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში. ქუთაისში უნდა გადმოვიდეს სამთავრობო დაწესებულებების ნაწილიც იმიტომ, რომ ქუთაისს პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, წინა მოწვევის პარლამენტში ხმა არ მიგვიცია პარლამენტის გადატანისთვის.”

დავით ბაქრაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში საკომიტეტო საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას: “თუმცა პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, ქუთაისში ყოფნას მხარს ვუჭერთ.”

მერვე მოწვევის პარლამენტმა საკომიტეტო მუშაობა თბილისში 2014 წლიდან განაახლა. ამ დროიდან პარლამენტის კომიტეტის ძირითადი ნაწილი თბილისში, ხოლო ნაწილი ქუთაისში იმართება. თბილისში გამართულ სხდომებს არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. მათი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია და საკომიტეტო სხდომები ამ ქალაქში უნდა იმართებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი