საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სერგი კაპანაძე იქნება, ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე- ნიკა მელია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი- დავით ბაქრაძე.
“ასე შევთანხმდით. დანარჩენს ფრაქციებზე და კომიტეტებზე მალე გადავწყვეტთ. ახლა ვფიქრობთ, რომ ორ ან სამ ფრაქციას შევქმნათ. ჯერ არ დაგვისრულებია დისკუსია,” -განუცხადა “ნეტგაზეთს” სერგი კაპანაძემ.
ირმა ნადირაშვილის განხადებით, ნიკა მელია იქნება ყველაზე დიდი ფრაქციის თავმჯდომარე:
“ახლა ვმსჯელობთ, კიდევ ერთი ფრაქცია გავაკეთოთ, თუ ორი. ამის მიხედვით გადაწყდება, რომელ ფრაქციაში რამდენი დეპუტატი იქნება.”
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც 5%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ- “ქართულმა ოცნებამ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა. “ქართულ ოცნებამ “პარლამენტში 115 მანდატი მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა ” – 6 მანდატი.