ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

7 ნოემბერი, 2016 • 1508
მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა.

“გადავწყვიტე გადავდგე და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო. დავიღალე, ასე არავის მოვუტყუებივარ, ასე ცინიკურად” – განაცხად სააკავშილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე და ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ აპირებს.

სააკაშვილის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება იმ კორუფციის გამო მიიღო, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაშია, რაც მისი მიზნების მიღწევაში ხელს უშლის.

სააკაშვილის გადადგომამდე პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა ოდესის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი