vine

6-წამიანი ლუპების დასასრული – ტვიტერი ვაინს დახურავს

კომპანია ტვიტერი “ვაინს” ხურავს, რაც ნიშნავს, რომ საიტზე ამ დრომდე განთავსებული 6-წამიანი ვიდეოები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა მომხმარებელს სოციალურ ქსელში ახალი კონტენტის ატვირთვა და მათი გაზიარება აღარ შეეძლება. ვაინი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავიანთი ლუპები ჩამოტვირთონ და შეინახონ, გარკვეული დროის შემდეგ კი საიტი სრულად შეწყვეტს არებობას. ამგვარად, სოციალური ქსელი 4-წლიანი არსებობის შემდეგ გაუქმდება.

ტვიტერმა “ვაინი” 2012 წელს $30 მლნ-ად შეისყიდა და მათი ინტეგრირებული პლატფორმა დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ამჟამად საიტზე აქტივობა შემცირდა. ვაინმა “სტაპჩატსა” და “ინსტაგრამს” შესაბამისი კონკურენცია ვერ გაუწია. ტვიტერმა სცადა შვილობილი კომპანიის გაყიდვა, თუმცა შეთავაზებულ ფასს არავინ დათანხმდა. კომპანია გეგმავს, რომ პირველ ეტაპზე 350 ადამიანი გაათავისუფლოს სამსახურიდან.

ნეტგაზეთი გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ ვაინს:

1. ჩარლი მარფის ლუპი დღემდე ერთ-ერთი პირველია ყველაზე ხშირად ნანახ ვაინებში:

2. როდესაც ლედი გამამ ლეონარდო დიკაპრიო “შეაშინა”:

3. სკოლის მოსწავლისა და რეპორტიორის უცნაური გასაუბრება:

4. როდესაც ჩიფსის შეკვრაში ჩიფსზე მეტი ჰაერია:

5. უცნაური შემხვედრები ქუჩაში:

ავტორი