ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნოს

27 ოქტომბერი, 2016 • 2195
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნოს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხვალ, 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება სხდომა, სადაც კენჭს უყრიან იმ 12 მოსამართლეს, რომლებმაც ამოწურეს 3-წლაინი გამოსაცდელი ვადა და უვადო დანშვნის კანდიდატები არიან.

საბჭოში ამ კანდიდატებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს გაიმართა.

იუსტიციის საბჭოს ცნობით, საქართველოს ორგანული კანონის ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ პირველად, 2013 წლის 29 ნოემბერს, 3 წლის გამოსაცდელი ვადით სწორედ ეს 12 მოსამართლე დაინიშნა. მათ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 2016 წლის 29 ნოემბერს ეწურებათ.

უვადო დანიშვნის მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

ნატალია ნაზღაიძე – თბილსის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლიდან.  2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2013 წელს 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა ამავე წელს გაოსაცდელი ვადით დაინიშნა. ნატალია ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო.

გიორგი მიროტაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლის დეკემბრიდან.  2013-2015 წლებში იყო სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

ხათუნა ხომერიკი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლის ნომებრიდან არის. 3-წლიანი ვადით დანიშვნამდე უკვე იყი 10-წლიანი ვადით დანიშნული ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

მურთაზ მეშველიანი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლის ნოემბერიდან. მანამდე (2013 წელს)  10-წლიანი ვადით იყო დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2005 წლისან კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა.

ნანა ჭიჭილეიშვილი – 2013 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში; 2013-2015 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/161 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ლევან მიქაბერიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2013-2016 წლებში.

გოჩა ფუტკარაძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლის ნოემბრიდან.

ციცინო კიკვაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2013 წლის ნოემბრიდან.

ნინო შარაძე – პრეზიდენტის 2003 წლის ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის N295 ბრძანებულებით დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

გერმანე დადეშქელიანი – თბილისის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლიდან.

მერაბ ღვინიაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან. 2014-2015 წლებში მივლინებული იყო და უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნანა ჯანხოთელი – ცაგერის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2013 წლის ნოემბრიდან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი